დავით ქართველიშვილი: „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ანგარიშზე მორიგი 420 ათასი დოლარი ჩაირიცხა, ეს თანხაც მოხმარდა საქართველოზე ტენდენციური და დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას
„ოფშორმედიის“ კოლექტივის გულების გასახეთქი მორიგი მონაცემები გამოაქვეყნა რუსულ/ამერიკულმა FARA-მ: „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Cornerstone Government Affairs-ის ანგარიშზე გასული 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 – თებერვალი 2024) მორიგი 420 ათასი დოლარი ჩაირიცხა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, დავით კეზერაშვილის ტელეკომპანიის მიერ ლობისტურ საქმიანობაში დახარჯული თანხა, მოხმარდა აშშ-ის მოსახლეობაში „ფორმულას“ პოპულარიზაციას და საქართველოს შესახებ ტენდენციური, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას.
„ოფშორმედიის“ კოლექტივის გულების გასახეთქი მორიგი მონაცემები გამოაქვეყნა რუსულ/ამერიკულმა FARA-მ: „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის „Cornerstone Government Affairs“-ის ანგარიშზე გასული 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 – თებერვალი 2024) მორიგი 420 ათასი დოლარი ჩაირიცხა. მსგავსად მანამდე ჩარიცხული ნახევარი მილიონისა, ეს თანხაც მოხმარდა აშშ-ს მედიასივრცეში „ოფშორTV“-ს საქმიანობის პოპულარიზაციას და საქართველოზე ტენდენციური და დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას. ამერიკაში საარჩევნო წელიწადის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის რიგებში „ფორმულას“ მიმართ ინტერესის გაღვივება თუ საქართველოს შიდა სამზარეულოს ამსახველი გინდ აბსოლუტური სიმართლის შემცველი ახალი ამბების ტირაჟირება – ალბათ შეიძლება ისეთ სიგიჟეს შევადაროთ, როგორიც იქნებოდა მაგალითად CNN-სთვის ნახევარსაათიანი სიუჟეტის შეკვეთა წალენჯიხაში მიმდინარე მუნიციპალური პროექტების შესახებ. საქართველოს სატელევიზიო რეიტინგების ფსკერზე მყოფი „ოფშორTV“-ს მფლობელი რაში ხარჯავს თანხას, რომელიც „ფორმულას“ კოლექტივის დაახლოებით 100 თანამშრომლის წლიურ სახელფასო ბიუჯეტს აღემატება – მართლაც გაუგებარია. თუმცა, რა ჩემი (ჩვენი) საქმეა. ისღა გვრჩება, კეზერას ამერიკელი ლობისტების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გვახარებდეს, პრინციპიდან: „მუქთა იყოს – კუბო იყოს“, – წერს ქართველიშვილი.