პრემიერშიპი ორი ტურია, რაც დაიწყო და გიორგი ჩაკვეტაძე ორივეჯერ თავი გამოიჩინა. პირველ ტურში გოლს ჩაკვემ მეორე ტურში შესრულებული ასისტი დაამატა და თავისი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
„უოტფორდის” ფანები სოციალურ ქსელებში საქებარ სიტყვებს არ იშურებენ:
„ჩაკვეტაძე, ეს რა მაგარი ფეხბურთელია!”
„მე მიყვარს ჩაკვეტაძე!”
„როგორც კი შეძლებთ, აუცილებლად მიეცით პასი ჩაკვეტაძეს!”
„სტოკთან ის ყველას ერთი თავით სჯობდა”
„ვიკერიჯ როუდი ჩაკვეს ფეხზე წამოუდგა!”
„ჯანდაბა, ის ბრწყინვალეა!”
„ჩაკვეტაძე ჩვენი ბოსია, სივრცეებს იდეალურად იყენებს”
მომდევნო მატჩი “უოტფორდს” 24 აგვისტოს, „დერბის” წინააღმდეგ ელის.