ერთა ლიგის 2024 / 25 წლის სეზონის პირველ საშინაო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ, 7 სექტემბერს მიხეილ მესხზე გამართავს.
14 ოქტომბერს, 2024 / 25 წლების სეზონის ერთა ლიგის საშინაო მატჩი ალბანეთის წინააღმდეგ თავდაპირველად, ბათუმში იყო ჩანიშნული, თუმცა ბოლო ინფორმაციით, შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხზე გადმოვიდა.
„დინამო არენის ხელმძღვანელობას ვთხოვ, პრობლემა დროულად აღმოფხვრან – ჩვენი ინტერესია, რომ ნაკრების თამაშს რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დაესწროს.
მომდევნო შეხვერა ოქტომბერში ალბანეთთანაა დანიშნული და ლოკაციად მიხეილ მესხია მითითებული. თუ პრობლემა დროულად იქნება აღმოფხვრილი და დინამოს ადმინისტრაცია დაგვიდასტურებს, რომ სტადიონის სრულად გამოყენება იქნება შესაძლებელი, მზად ვართ, ალბანურ მხარესთან სტადიონის შეცვლა შევათანხმოთ და მიხეიდან მესხიდან დინამო არენაზე გადმოვიტანოთ.
მეპატრონეები არიან პასუხისმგებლები, სტადიონი იყოს იმ კონდიციებში, რომ ამ რანგის მატჩის ჩასატარებლად ყველა ტრიბუნის გამოყენება შევძლოთ. ფიზიკურად გვესაჭიროება პირველი იარუსი, იქ, სადაც ადამიანები უნდა განთავსდნენ: UEFA-ს ოფიციალური პირები და მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლები, ასევე, ყველა ის ადამიანი, რომელიც თამაშის ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი.
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამაში იმ ფორმით ჩავატაროთ, რომელიც საქართველოს ნაკრებს წარმატებაში შეუწყობს ხელს და საორგანიზაციო კუთხითაც გამართულად ვიქნებით“, – განუცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა პირველ არხს.