leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შანსები მაღალი არ არის

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის „შანსები არც ისე მაღალია“. როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით პესიმისტურად არის განწყობილი.

„შანსები მაღალი არ არის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელი ეფექტურად აწარმოებს მოლაპარაკებებს შუამავალ ქვეყნებთან და არა „ჰამასთან“.

შეგახსენებთ, დღეს თელ ავივში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავიდა, რომელიც ხვალ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ვიზიტის მიზანია ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერება, რათა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ასევე იხილეთ