leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: ყველა პოლიტიკურ ძალას შევთავაზეთ, აქტიურად ჩაერთონ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის მომზადებაში, მაგრამ მხოლოდ ზერელე ფრაზებით შემოიფარგლებიან

„ყველა პოლიტიკურ ძალას შევთავაზეთ, აქტიურად ჩაერთონ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის მომზადებაში. ჯერ არავინ გამოჩენილა, მხოლოდ ზერელე ფრაზებით შემოიფარგლებიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

„კანონის მიზანი იქნება, ერთი მხრივ, ნებისმიერი პირის უფლების მაქსიმალურად დაცვა, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად მომზადდება კანონპროექტი, მეორე მხრივ, საზოგადოება იყოს დაცული პროპაგანდისგან, რომელიც ცხოვრების წესის აფიშირებას ახდენს. ჩვენი მხრიდან იქნა შეთავაზება ყველა პოლიტიკური ძალისადმი, რომ აქტიურად ჩაერთონ კანონპროექტის მომზადებაში, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, შეხედულებები და მსჯელობის ჭრილში მომზადდეს კანონპროექტი. ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა, მხოლოდ ზერელე ფრაზებით შემოიფარგლებიან. იმედი გვაქვს, გამბედაობა ეყოფათ და ამ ორი კვირის განმავლობაში მეტად აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას, თუ არა და, კანონპროექტი მომზადდება და ფართო მსჯელობის საგანი გახდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

ასევე იხილეთ