left_sabechdi

წალენჯიხის ტაძრის 1000 წლის საიუბილეო სადღესასწაულო წირვას გიორგი გუგუჩია დაესწრო

ფერისცვალების დღესასწაული იზეიმეს წალენჯიხაში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში, რომელიც წელს დაარსებიდან 1000  წელს აღნიშნავს.

სადღესასწაულო წირვა ისტორიულ ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ (შარაშენიძე) აღავლინა.

წალენჯიხაში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.

„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ფერისცვალების დღესასწაული, წალენჯიხის ამ ისტორიული ტაძრიდან. წელს წალენჯიხის ფერისცვალების ტაძარი საიუბილეო თარიღს აღვნიშნავთ, 10 საუკუნეზე მეტი გავიდა მისი აშენებიდან. დღევანდელ დღეს სწორედ აქედან ვულოცავ ყველა მართლმადიდებელს“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ასევე იხილეთ