leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლალი მოროშკინა: სოჭში უპრეცედენტო მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოჭში გამართულ საერთაშორისო ფესტივალის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

„სოჭში უპრეცედენტო მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა.

იმერეთის დაბლობი ასზე მეტი ქვეყნის ახალგაზრდებს მასპინძლობდა.

შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სახის პანელებზე – უახლესი ტექნოლოგიები, მედიაგანვითარება, ხელოვნური ინტელექტი, ახალი გეოპოლიტიკა – ეს ის საკითხებია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნების ჩამონათვალში ამჯერად იყო მხოლოდ საქართველო. არც სამაჩაბლო და არც აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი ერთეულები არ იყო ნახსენები.

განსაკუთრებული ყურადღება ქართველების მიმართ, მზაობა ღია დიალოგისთვის და სამომავლო პერსპექტივა, რომ პირდაპირი დიალოგი გარდაუვალია – ამ ფესტივალის ლაიტმოტივი იყო.

ახალგაზრდები კუბიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან და ა.შ.

სადისკუსიო პანელებზე სრულ ინფორმაციას იღებდნენ მათთვის საინტერესო ყველა თემაზე.

საქართველო, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაციით იყო წარმოდგენილი, დაუვიწყარი ემოციებით და ახალი მეგობრებით ბრუნდება“.

ლალი მოროშკინამ მოინახულა წინაპართა საფლავები, ქართული ეკლესიები, ქართველთა სათვისტომო, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანია.

საინტერესოა, რომ აფხაზი მეზობლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ საქართველოზე, როგორც ისტორიულ სამშობლოზე, ემადლიერებიან მთავრობას გაწეული უფასო სამედიცინო მომსახურებისთვის და სულ უფრო ხშირად ისმის რიტორიკა ერთიანობაზე და მშვიდობაზე.

ასევე იხილეთ