leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ არაფრის გადაჯგუფება არ გვჭირდება, “ქართული ოცნება” ისე, როგორც არასდროს, არის მყარი

“ჩვენ არაფრის გადაჯგუფება არ გვჭირდება. „ქართული ოცნება“ ისე, როგორც არასდროს, არის მყარი”, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა არჩევნებზე საუბრისას „ქრონიკასთან“.

მისი თქმით, ეს სიმყარე გამოწვეულია სწორედ იმ გაკეთებული საქმით, იმ შენარჩუნებული მშვიდობით, იმ გაზრდილი ეკონომიკით, რითაც დღეს რეალურად არსებობს საქართველო.

„ჩვენი ლოზუნგი უკვე, ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით და ღირსებით ევროპისკენ.

ეს არის ის ძირითადი მოცემულობა, რის გარშემოც, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის გაერთიანებული“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ასევე იხილეთ