leaderboard_below_slide
left_sabechdi

იოავ გალანტი: ისრაელი მზად არის ღაზაში ომის მიზნებს მიაღწიოს

“ისრაელი მზად არის ღაზაში ომის მიზნებს მიაღწიოს”, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს განუცხადა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ოფისის ცნობით, იოავ გალანტმა ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ „ისრაელის თავდაცვის დაწესებულება მზად არის ღაზაში მოქმედება ომის მიზნების მიღწევამდე გააგრძელოს – მძევლების დაბრუნებამდე და „ჰამასის“ განადგურებამდე“.

„მინისტრმა ხაზი გაუსვა „ჰამასზე“ ისრაელის სამხედრო ზეწოლისა და აშშ-ის პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობას იქამდე, სანამ ისეთი პირობების მიღწევა არ მოხდება, რომლებიც მძევლების ისრაელში დაბრუნებას შესაძლებელს გახდის“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის მინისტრის ოფისის განცხადებაში.

ასევე იხილეთ