leaderboard_below_slide
left_sabechdi

GWP წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი შეწყვეტილი აქვს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ისნის რაიონში, ქართველიშვილის ქუჩა N35-ის მიმდებარედ მაგისტრალურ მილსადენზე წყლის ნაკადების მართვისთვის აუცილებელ თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურას აწყობს.

სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, ქსელზე ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყობა. შედეგად სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას მნიშვნელოვნად შემცირდება წყალმომარაგების შეზღუდვის დრო და არეალი.

ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, 19 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

სამუშაოების ჩატარებისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 19 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან 20 აგვისტოს 00:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში – კახეთის გზატკეცილის N73, 75, 83, 87, 89, ლილოს დასახლების 1-ელ მიკრორაიონს,  მე-2 მიკრორაიონის 1-ელ კვარტალს და N10, 11, 12 კორპუსებს, მე-2 კვარტლის N1-8 კორპუსებს, მე-4 და მე-5 კვარტლებს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), არსენ მეკოკიშვილის, ხვედელიანის, იგოეთის, გიგორაშვილის, ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ახვედელიანის, კუპრაძის ქუჩებს და მიმდებარე ქუჩებს.

ორხევის, თეთრიხევის, აეროპორტის, ქვემო ალექსეევკას, საქნავთის, სადგური ლილოს და ლოჭინოს დასახლებებს (ქებურიას დასახლებას), ვარკეთილის მეურნეობას, სოფელ დიდ ლილოს, სოფელ წინუბანს, ნასაგურს, სოფელ გამარჯვების ნაწილს და ვაზიანის სამხედრო დასახლებას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ