leaderboard_below_slide
left_sabechdi

თბილისის ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება – ნახეთ ჩამონათვალი

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, მიხეილ თუმანიშვილის, ზურაბ საკანდელიძის, ტარიელ სვანიძის, გივი სვანიძის, გიორგი წერეთლის, ყიფშიძის, მიხეილ თამარაშვილის,  წყნეთის, ნინო რამიშვილის, ატენის, ირაკლი აბაშიძის, ავალიშვილის, თენგიზ აბულაძის და ლევან მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), კანდელაკის, ონიაშვილის, გამყრელიძის, ლომონოსოვის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, ცხინვალის, ივანე მარუშიძის, ლევანდოვსკის, ლვოვის, ყუშიტაშვილის, ირაკლი გამყრელიძის, ზემო ვეძისის, მამია ალასანიას, ვაზისუბნის და  შალვა ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრე გამყრელიძის, გარიყულის, სიხარულიძის ჩარგლის, თიანეთის, ალექსანდრე ბარამიძის, პეტრე ამირანაშვილის, ველისციხის, სადმელის, სამოცდამეცამეტე ქუჩის, სამოცდამეშვიდე ქუჩის, ურეკის, ვასილ კაკაბაძის და ქეთევან მაღალაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ასევე იხილეთ