leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ არ გააფრთხილა მსოფლიო კურსკის ოლქში შეტევის შესახებ, რადგან ეს, შესაძლოა, არარეალურად ჩანდა

“უკრაინამ არ გააფრთხილა მსოფლიო კურსკის ოლქში შეტევის შესახებ, რადგან ეს, შესაძლოა, არარეალურად ჩანდა”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ბევრს რომ გაეგო, კურსკის ოლქში მსგავს ოპერაციას ვგეგმავდით, იტყოდნენ, ეს არარეალურია და ყველაზე წითელ ხაზს კვეთდა იმ წითელ ხაზებს შორის, რომელიც რუსეთს აქვს. სწორედ, ამიტომ არავის სმენია ჩვენი ასეთი მომზადების შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, ახლა მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ცვლილებები ხდება და „წითელი ხაზების ყველა ცნება ამ დღეებში, ზოგიერთი პარტნიორის შეფასებით, სადღაც სუჯას მახლობლად დაინგრა“.

 

ასევე იხილეთ