აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში კრიზისის მოგვარების მიზნით ეგვიპტეში ჩავიდა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზღვისპირა ქალაქ ელ-ალამაინში ბლინკენი მოლაპარაკებებს ეგვიპტის პრეზიდენტთან აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბადრ აბდელ ატისთან გამართავს.
ბლინკენი 19 აგვისტოს ისრაელში იმყოფებოდა. მან ქვეყნის ხელმძღვანელობას ამერიკის მიერ მომზადებული „ჰამასთან“ სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი და ტყვეების გათავისუფლების გეგმა გააცნო.