კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განცხადება ჰგავს „ქურდს ქუდი ეწვისო“ გამონათქვამს. მათ შეეშინდათ, როგორც მაგალითად 2008 წელს, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსიდან და კონსტიტუციიდან ამოიღეს სამშობლოს ღალატის მუხლი, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში მშვიდობიანი გარემო უზრუნველყო.
„ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მშვიდობაზე, ჩვენს ღირსებაზე, კეთილდღეობაზე და ამით უნდა ვიაროთ ევროპისკენ. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ ამ ქვეყანაში ბომბების წვიმა არ არის, ლომჯარიას გულგასახეთქად, რომელსაც ბომბების წვიმა უნდოდა. ჩვენ მშვიდობიანი გარემო უზრუნველვყავით. მათი დაბრუნება ხელისუფლებაში, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას გულისხმობს“, – აცხადებს გორდულაძე.