leaderboard_below_slide
left_sabechdi

აზერბაიჯანული მედია: აზერბაიჯანმა ოფიციალურად წარადგინა განაცხადი BRICS-ში გაწევრიანებაზე

აზერბაიჯანმა ოფიციალურად წარადგინა განაცხადი BRICS-ში გაწევრიანებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აზერბაიჯანმა წარადგინა ოფიციალური განაცხადი BRICS-ში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიხან ჰაჯიზადემ.

მიმდინარე წლის 3 ივლისს, ასტანაში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, მიღებულ იყო „ერთობლივი დეკლარაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ“.

დეკლარაციის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოთქვა სურვილი შეუერთდეს BRICS-ს, ხოლო ჩინურმა მხარემ მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის მონაწილეობას BRICS-ში.

BRICS-ი, რომელიც ამჟამად 9 წევრისგან შედგება (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები), 2006 წელს დაარსდა.

ასევე იხილეთ