leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო ჯღარკავა: ეს კაცი მირიან ყარაულაშვილია!

„მე მიხარია, რომ ეს კაცი ჩემი მეგობარია და დღესაც ერთ საქმეს ვემსახურებით ოცნების გვერდით! მირიან ყარაულაშვილია ეს კაცი და ეს უნდა იცოდეს ყველამ!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს:

„აქ არის ხალხი, აქციებზე დგომას რომ გვამადლიან, აი, მე ოცნების აქციებზე დავდიოდი, გვაშინებდა ნაცმოძრაობა, მაგრამ მაინც მოვდიოდით, ოცნების გულმხურვალე მხარდამჭერები ვართ და ერთგულებს არ გვაფასებენო, ახლა მე მოგიყვებით, რა არის გმირობაც, კაცობაც, სამშობლოს ერთგულებაც და იმ კაცს არასდროს არაფერი მოუთხოვია, დღესაც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს თბილისში და არც პარტიას ამადლის თავს, არც ქვეყანას და ზუსტად ვიცი, დღესაც ასე მოიქცეოდა, 2012 წლის ცნობილი ციხის კადრები ერთადერთ ფლეშკაზე იყო და ის ატარებდა რამდენიმე თვე ჯიბით, უკვე ცნობილი იყო კუდისთვის და სააკაშვილისთვის, რომ არსებობდა მასალა, მაგრამ ვის ხელში იყო, არ იცოდნენ, ჰოდა, ეს კაცი სანამ სომხეთის საზღვრამდე ტყე-ტყე ფეხით გადავიდოდა, მანამ თავის უახლოეს ძმაკაცთან, აწ გარდაცვლილ ცნობილ პიროვნებასთან მივიდა და უთხრა, ხვალ რომ მომკლან, იცოდე, ამის გამო მომკლავენო. იმ კაცმა უთხრა, ერთი საათი დამელოდე, მომეცი ეს ფლეშკა და 2 მილიონ დოლარს მოგიტანო, სამშობლოს ვერცერთ მილიონზე ვერ გავყიდიო თქვა და შეასრულა კიდეც, 160 კილოიანი კაცი, შუაღამეს, მარტო, შემოვლითი გზით სომხეთის საზღვარზე გადავიდა, იქ ინტერნეტ კაფეში შევიდა და 3 საათი აგორებდა მასალას ბელგიაში ირმა ინაშვილისთვის! მერე რაც მოყვა იმ კადრებს, კარგად იცით, ამ კაცის არც გვარი არავის უხსენებია არასდროს, არც თავად უაქტიურია, არც დეპუტატობაზე უფიქრია, არც ბიზნესები მოუთხოვია, არც დივიდენტები, თავისთვის არის დღესაც ჩუმად და დგას ოცნების გვერდით! ესაა ერთგულება და კაცობა და მე მიხარია, რომ ეს კაცი ჩემი მეგობარია და დღესაც ერთ საქმეს ვემსახურებით ოცნების გვერდით! მირიან ყარაულაშვილია ეს კაცი და ეს უნდა იცოდეს ყველამ!” – წერს ნინო ჯღარკავა.

ასევე იხილეთ