ბათუმის ბოტანიკური ბაღში, იასონ გორდეზანის სახელობის სკვერში, ბოტანიკურ ბაღსა და შპს „ტოიოტა ცენტრი ბათუმს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ორგანიზაციების დირექტორებმა – ირაკლი არჩაიამ და გოდერძი სურმანიძემ.
მემორანდუმის ფარგლებში, შპს „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ითანამშრომლოს ეკოლოგიის, განათლების, კულტურის და სპორტის მიმართულებით, ბაღში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების მხარდაჭერის მიზნით.
მემორანდუმში ხაზი გაესვა „ტოიოტას“, როგორც იაპონური მსოფლიო ბრენდის მზაობას, შესაძლებლობის ფარგლებში ჩაერთოს ბათუმის ბოტანიკური ბაღის „იაპონური ბაღების“ სამომავლო განვითარების უმნიშვნელოვანეს პროექტში.
ბათუმის ბოტანიკური ბაღისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მონაწილეობა ბაღის შემდგომ განვითარებაში და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებაში.