leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოფელ მიქელწყაროში დასრულდა ხელონურსაფარიანი მოედნის მშენებლობა

კასპის მუნიციპალიტეტის სპორტულ ინფრასტრუქტურას, კიდევ ერთი სპორტული  მოედანი შეემატა.

სოფელ მიქელწყაროში დასრულდა ხელონურსაფარიანი  მოედნის მშენებლობა.

დასრულებული მოედანი კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შპს „დანი ქონსთრაქშენმა“ განახორციელა.

ასევე იხილეთ