leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე: ქართული ოპოზიციისთვის რუსული ზეთია პრობლემა, თორემ მთელი ევროპა რომ უკრაინის გავლით რუსულ გაზს იღებს, ამერიკა რომ აორმაგებს რუსეთთან ვაჭრობას, ეს ყველაფერი პრობლემა არ არის

„ქართული ოპოზიციისთვის რუსული ზეთია პრობლემა, თორემ მთელი ევროპა რომ უკრაინის გავლით რუსულ გაზს იღებს, ეს ყველაფერი პრობლემა არ არის“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მთავრობის მიერ ქართული ჯარისთვის რუსული ზეთის შეძენის შესახებ ოპოზიციის რეაქციებზე.

„ქართული ოპოზიციისთვის რუსული ზეთია პრობლემა, თორემ მთელი ევროპა რომ უკრაინის გავლით რუსულ გაზს იღებს, ამერიკა რომ ომის დაწყების შემდეგ აორმაგებს რუსეთთან ვაჭრობას სასუქების და ლითონების სფეროში, ბალტიის ქვეყნები რომ პირველ ადგილზე არიან პროდუქციის ექსპორტში რუსეთის ბაზარზე, ეს ყველაფერი პრობლემა არ არის, რუსული ზეთია პრობლემა.  ამიტომ, სასწრაფოდ დაიწყოს კამპანია ოპოზიციამ – არა რუსულ ზეთს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ