შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა 2024 წლის კონკურსი „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად”.
კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაციისთვის ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო–კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
სრული ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ფონდის ვებგვერდზე