leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი გახდა ერთგვარად იძულებული, ეღიარებინა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, იმ სასამართლოსი, რომელმაც ის კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტად აღიარა

სალომე ზურაბიშვილი გახდა ერთგვარად იძულებული, რომ ეღიარებინა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც ის კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტად აღიარა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში „გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებული სარჩელის განხილვას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არავითარი პერსპექტივა არ აქვს ამ სარჩელს, გამომდინარე იქიდან, რომ გამჭვირვალობა სამართლებრივი თვალსაზრისით უარყოფითად ვერ შეფასდება.

„ამ ყველაფერში ძალიან კარგი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. ასეთი შეცდომები არ უნდა ეპარებოდეს პოლიტიკოსს, თუმცა ერთი, რომ მას შეცდომები ხშირად მოსდის და მეორე – ის არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილი გახდა ერთგვარად იძულებული, რომ ეღიარებინა საკონსტიტუციო სასამართლოდ ლეგიტიმაცია, იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც ის აღიარა კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტად. ეს არის ყველაზე საინტერესო ამ საქმეში. დანარჩენი, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, რა თქმა უნდა, არავითარი პერსპექტივა არ აქვს ამ სარჩელს, გამომდინარე იქიდან, რომ გამჭვირვალობა უბრალოდ ვერ შეფასდება უარყოფითად სამართლებრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვერავითარი პერსპექტივა სამართლებრივი კუთხით ამ სარჩელს ვერ ექნება. მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ