თამარ ჩიბურდანიძე: გლობალური პოლიტიკის ტრანსფორმაციის პროცესში გადამწყვეტი იდეოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობს, ამიტომაა საჭირო LGBT პროპაგანდის აკრძალვა საქართველოში, რათა გადავრჩეთ
„თუკი აქამდე ფსევდოლიბერალიზმის მიმდევრები შენიღბული სახით მოქმედებდნენ, დღეს უკვე მთელი აგრესიით არიან წინა ხაზზე გამოსულნი. მათ დრო აღარ რჩებათ, რადგან შიშობენ, რომ ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ახალი ზესახელმწიფო – ჩინეთი, გლობალიზაციის ჰეგემონიას დაასრულებს მსოფლიოში. სწორედ ეს არის მიზეზი ამერიკაშიც და სხვა ქვეყნებშიც LGBT პროპაგანდის გაძლიერების“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ სწორედ ამიტომ იბრძვიან ლიბერალები საქართველოშიც ეროვნულ და რელიგიური ფასეულობების წინააღმდეგ.
თამარ ჩიბურდანიძის თქმით, დღეს, ვინც ხელისუფლების მიერ წარდგენილ ინიციატივას LGBT პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით არ ეთანხმება, ის ამ იდეოლოგიური ომით ებრძვის საკუთარ ქვეყანას გასანადგურებლად.
„მსოფლიო პოლიტიკა სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. ეს არ დაწყებულა უკრაინის ომით, პირიქით, ამ ომით, რომელზედაც ახლო აღმოსავლეთის და სხვა რეგიონის პროცესებიც არის მიბმული, გლობალისტები გადამწყვეტ იდეოლოგიურ ბრძოლას აწარმოებენ. მათი მიზანი იყო, ეს პროცესები ჩინეთ-ინდოეთის და მთლიანი აღმოსავლეთის დაწინაურებამდე მოესწროთ, მაგრამ უკრაინაში ზელენსკის მოყვანამდე ეს ვერ შეძლეს.
გლობალიზაცია საუკუნეების წინ იღებს სათავეს, თუმცა, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მსოფლიოს ახალ წესრიგად მოგვევლინა. ეკონომიკური ურთიერთობის მიზნით დაწყებული პროცესი პოლიტიკურ იდეოლოგიად ტრანსფორმირდა და მცირე ერებისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. გლობალიზაციამ შთანთქა ეროვნული ღირებულებები და გზა ფსევდოლიბერალიზმის გაბატონებას გაუხსნა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მცირე ერების თვითგამორკვევის პროცესი უშედეგოდ მიმდინარეობს.
დღეს, გლობალური პოლიტიკის ტრანსფორმაციის პროცესში, გადამწყვეტი იდეოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობს მსოფლიოში. ამიტომაა საჭირო LGBT პროპაგანდის აკრძალვა საქართველოში, რათა გადავრჩეთ. თუკი აქამდე ფსევდოლიბერალიზმის მიმდევრები შენიღბული სახით მოქმედებდნენ, დღეს უკვე მთელი აგრესიით არიან წინა ხაზზე გამოსულნი. მათ დრო აღარ რჩებათ, რადგან შიშობენ, რომ ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ახალი ზესახელმწიფო – ჩინეთი გლობალიზაციის ჰეგემონიას დაასრულებს მსოფლიოში. სწორედ ეს არის მიზეზი ამერიკაშიც და სხვა ქვეყნებშიც LGBT პროპაგანდის გაძლიერების.
სწორედ ამიტომ იბრძვიან საქართველოშიც უცხოური დაფინანსებით, რომელიც იდეოლოგიურ ომს ეწევა ჩვენს ეროვნულ და რელიგიურ ფასეულობებთან. დღეს, ვინც ხელისუფლების მიერ წარდგენილ ინიციატივას LGBT პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით არ ეთანხმება, ის ამ იდეოლოგიური ომით ებრძვის საკუთარ ქვეყანას გასანადგურებლად. არადა, ოპოზიციას რომ ჰკითხო, რუსეთთან საომრად მზად არიან და გმირებად მოაქვთ თავი. ის კი არ იციან, რომ ყველაზე დიდი ომი უკვე დაწყებულია მსოფლიოშიც და საქართველოშიც. ვინც ამ ომში გაიმარჯვებს, ის გადარჩება.
ქართველი ხალხი და ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, სამშობლოს გვერდით დგას, ოპოზიცია კი, ჩვეული ქმედებით, სამშობლოს წინააღმდეგ“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.