საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და მის მეუღლეს, ნიცა თავაძეს ვაჟი შეეძინათ.
დამიანე კვარაცხელია ჩაჩავას კლინიკაში 21:48 საათზე დაიბადა.
„ნაპოლიმ“ გუნდის ლიდერს საქართველოში გამგზავრების უფლება მისცა, რომ პირველი შვილის დაბადებას დასწრებოდა.