leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის მხრივ

“ისრაელი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის მხრივ”,  – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ერთად საჰაერო ძალების ბაზაზე ვიზიტის დროს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ გმირები არიან და კვლავ გააგრძელებენ ამის ჩვენებას.

ამასთან, გალანტმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ფილადელფის დერეფნის გასწვრივ 150-მეტი გვირაბი გაანადგურეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რა არის ომის მიზანი, მივაღწიოთ ომის ყველა მიზანს, როგორც „ჰამასთან“, ასევე მძევლებთან მიმართებაში და ახლა ჩრდილოეთისკენ გავიხედოთ“,– განაცხადა გალანტმა.

 

 

 

ასევე იხილეთ