leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი გამსახურდია: სულით ჩია კაცებო, 26-ში მოგიჩენთ თქვენს საკადრის ადგილებს!

„რაღაც ძალიან გაშფოთებთ ბიძინას უსაფრთხოების ჯეროვნად დაცვა, აქაც იგრძნობა, რომ მასზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ტყუილად არ დაწყებულა“, – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

„ყველაზე ომახიანი გამხმოვანებელი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“, სწორედ რომ ეს ხალხის მღლეტავი, გაქნილი მევახშე ხაზარაძეა. ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების დაცვის ზომები უკვირთ ამ ნამუსგარეცხილ, პოლიტიკოსებად შერაცხულ ბრბოს. როდესაც მათი ბელადი მიშა, ყოველი ტორტის თუ ყაიმაღის უზომოდ ჭამისას, ფინანსურ პოლიციას, სოდ-ს, კუდ-ს და პროკურატურას არბევინებდა კვების ობიექტებს და მის მეპატრონეებს ამ კლოუნის მოწამლვის ბრალდებით. ყოველდღიურად  ქალაქის გადაკეტვებზე და მსგავს სიგიჟეებზე უკვე ლაპარაკიც ზედმეტია მისი ზეობისას.

ისე, რაღაც ძალიან გაშფოთებთ ბიძინას უსაფრთხოების ჯეროვნად დაცვა, აქაც იგრძნობა, რომ მასზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ტყუილად არ დაწყებულა.

სულით ჩია კაცებო, თქვენ 26-ში მოგიჩენთ თქვენს საკადრის ადგილებს“, – წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე იხილეთ