leaderboard_below_slide
left_sabechdi

გური სულთანიშვილი: ერთი ამბავია ატეხილი, ბიძინა ივანიშვილი როგორ იდგა ბრონირებული შუშის უკანო, როგორ და ახლა, „დიფ სტეიტს“, გლობალურ ისტებლიშმენტს და გლობალურ რეპრესიულ წესრიგს სისტემებზე მეტად, პერსონები ებრძვიან, ამ პერსონებში შედის ბიძინა ივანიშვილიც

„ერთი ამბავია ატეხილი, ბიძინა ივანიშვილი როგორ იდგა ბრონირებული შუშის უკანო. როგორ და ახლა „დიფ სტეიტს“, გლობალურ ისტებლიშმენტს და ამ გლობალურ რეპრესიულ წესრიგს სისტემებზე მეტად, პერსონები ებრძვიან. ამ პერსონებში შედის ბიძინა ივანიშვილიც“, – ამის შესახებ ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, მცხეთაში, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ უსაფრთხოების მაღალი ზომების მიღება საკამათო არ უნდა იყოს იმ ფონზე, რომ მსოფლიოში არსებულ ზოგად კონტექსტთან ერთად, საქართველოშიც მიმდინარეობს გამოძიება. მისივე თქმით, ყველაფერს ემატება „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ამრევების ჯგუფი, რომლებიც ყველაფერზე ხელს მოაწერენ.

„ერთი ამბავია ატეხილი, ბიძინა ივანიშვილი როგორ იდგა ბრონირებული შუშის უკანო.

როგორ და ახლა „დიფ სტეიტს“, გლობალურ ისტებლიშმენტს და ამ გლობალურ რეპრესიულ წესრიგს სისტემებზე მეტად, პერსონები ებრძვიან. ამ პერსონებში შედის ბიძინა ივანიშვილიც. აგერ ტრამპი შემდეგ მიტინგზე უკვე ბრონირებული შუშის უკან იდგა, გვაქვს ასევე ფიცოს მაგალითი, რომელსაც პირდაპირ ტყვიები ესროლეს. ამ ზოგადად კონტექსტთან ერთად გვაქვს შიდა გამოძიებაც, სადაც იგეგმებოდა ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა. მოკლედ, რაც უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთ-უკრაინის ომი დასასრულს, მით უფრო მეტი ბოლო კუდის მოქნევა იქნება. საერთოდ წარმოუდგენელია, რა არის აქ საკამათო..

ამ ყველაფერს ემატება შიდა, პროფესიონალი, დაქირავებული ამრევების ჯგუფი, ნაცების სახით, რომლებიც ყველაფერს ხელს მოაწერენ. ეს კომპრადორული ელიტა კლავდა ხალხს, აფეთქებდა გივი თარგამაძეებს, აწამებდა პატიმრებს მხოლოდ იმიტომ, რომ გარე ძალების ინტერესები უკეთ შეესრულებინა“, –  წერს სულთანიშვილი.

ასევე იხილეთ