leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია: ოპოზიცია რა მდგომარეობაშიც არის, ანა წითლიძის გულიდან ამოხეთქილი, მართალი პოსტი ყველაფრის მეტყველია!

რა მდგომარეობაშიც არიან, მგონი, ანა წითლიძის გულიდან ამოხეთქილი, მართალი პოსტი ყველაფრის მეტყველია – ჰიპოთეტურად და შავ სიზმარში რომ წარმოვიდგინოთ, რომ ამათ ხელისუფლება ჩაიბარონ, სიაში ადგილისთვის რომ ხალხი ერთმანეთს ხოცავს, მინისტრთა კაბინეტში ადგილისთვის ხომ სულ დაკლავენ ერთმანეთს? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები ახლო წარსულში უკანასკნელი სიტყვებით იხსენიებდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის საქმიანობას, მაგრამ როგორც კი მათ უცხოელმა ინსტრუქტორებმა უბრძანეს, გაერთიანება მოუწიათ.

„ეს უხილავი ხელი, რომელიც ამ ფაზლს ადგენს, ფიქრობს, როგორმე შეიყვანოს შეცდომაში ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ მათი აზრით, ჩამოუყალიბებელია. რაზეც მე ვეჭვობ, რომ მათ ეს გამოუვათ, მითუმეტეს ისეთი გაცვეთილი და მდარე ხერხებით, როგორიც არის მაგალითად, მელიას და გვარამიას ახლებად გასაღება. როგორ შეიძლება ძველი, მჟავე სახე ახლად გადაიქცეს? ამას არც ფიზიკა და არც ქიმია არ გვასწავლის. ძალიან მძიმეა ის მდგომარეობა, რაშიც „ევროპული საქართველოს“ ერთი და მეორე ნაწილი წინასაარჩევნოდ ჩავარდა. ძალიან მძიმეა ხატია დეკანოიძის მდგომარეობა, რომელსაც სხვა გზა აღარ ჰქონდა. მას რა თქმა უნდა, იგივე მენტორებმა და ინსტრუქტორებმა ურჩიეს თუ მიუთითეს, რომ დაბრუნებულიყო ერთადერთ მისთვის შესაფერის ადგილას – კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და მის დედაპარტიაში. იგივე ბედი ელის ალბათ, რომან გოცირიძეს, უბრალოდ ის ელოდება. ალბათ, დაავიწყდათ მისთვის გარკვეული ინსტრუქციების მიცემა.

რა მდგომარეობაშიც არიან, მგონი, ანა წითლიძის გულიდან ამოხეთქილი, მართალი პოსტი ყველაფრის მეტყველია. მან პოლიტიკურ ასპარეზზე თავის მომავალ პარტნიორს უწოდა ადამიანი, რომელიც ყველაფერს „შეიზელს“, ოღონდ პარლამენტში და გამსვლელ სიაში მოხვდეს. ეს ხალხი არჩევნებამდე ხოცავს ერთმანეთს. ჰიპოტეტურად და შავ სიზმარში რომ წარმოვიდგინოთ, რომ ამათ ხელისუფლება ჩაიბარონ, სიაში ადგილისთვის რომ ხალხი ერთმანეთს ხოცავს, მინისტრთა კაბინეტში ადგილისთვის ხო სულ დაკლავენ ერთმანეთს? მართლაც, ფიზიკურად დაკლავენ.

შესაბამისად, ეს არის ძალიან საშიში ძალა. ერთი მხრივ, იმიტომ რომ ის გარედან იმართება და საკუთარ თავს არ წარმოადგენენ. მეორე მხრივ, იმის გამო, რომ მოქირავნე ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში უცხო ძალის აგენტურას წარმოადგენს, ის იმ ძალასაც ძალიან მალე და ადვილად გაყიდის. სწორედ ამიტომ, ჩვენმა პარტნიორებმა ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთონ – საკუთარი ქვეყნის მოღალატეებსა და მოქირავნეებს შორის და პრინციპულ მეგობრებს შორის, როგორიც „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ