leaderboard_below_slide
left_sabechdi

ცოტნე ანანიძე: მიშა ერთპიროვნული დიქტატორი იყო, ჟვანია-ბურჯანაძესთან ერთად მოვიდა, ორივე მოიცილა, იმავეს გააკეთებს, თუ ამის შანსი მიეცა!

„ნაცების“ საარჩევნო ნარატივი კოალიციური მთავრობაა. მიშა ერთპიროვნული დიქტატორი იყო, ჟვანია-ბურჯანაძესთან ერთად მოვიდა, ორივე მოიცილა. იმავეს გააკეთებს, თუ ამის შანსი მიეცა, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ.

მისი თქმით, მიშას ერთპიროვნული მმართველობის კომპლექსები ყველასთვის კარგად ცნობილია.

„სინამდვილეში, ოპოზიციიდანაც იგივე ხდება დღეს, ფორმალურად იყოფიან და თითქოს რამდენიმე ოპოზიციურ ცენტრს ქმნიან, რეალურად ყველა ერთი ქოლგის ქვეშ არიან. მიშას ერთპიროვნული მმართველობის კომპლექსები ყველასთვის კარგად ცნობილია.
ხელისუფლების დანაწილების პრინციპის აბსოლუტური უგულებელყოფა და კლასიკური ავტორიტარიზმი, რომელიც არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში“, – აცხადებს ცოტნე ანანიძე.

ასევე იხილეთ