leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზაალ ანჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე: ოპოზიციას და მათ ექსპერტებს ამჯერად „ტყვიაგაუმტარი მინის“ სინდრომი თუ ვირუსი შეეყარათ და ეტყობა არჩევნებამდე არ გაუვლით, ისეთი სერიოზული სახეებით აგებენ სულელურ თეორიებს უსაფრთხოების ტრივიალური ზომების მიმართ

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოყენებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათ „ტყვიაგაუმტარი მინის“ სინდრომი შეეყარათ.

მისი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტები სერიოზული სახით აგებენ სულელურ თეორიებს უსაფრთხოების ისეთი ზომების მიმართ, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება.

„ოპოზიციას და მათ ექსპერტებს ამჯერად „ტყვიაგაუმტარი მინის“ სინდრომი თუ ვირუსი შეეყარათ, და ეტყობა არჩევნებამდე არ გაუვლით, ისეთი სერიოზული სახეებით აგებენ სულელურ თეორიებს უსაფრთხოების ტრივიალური ზომების მიმართ, რაც მთელს მსოფლიოში გამოიყენება,  როდესაც ამის საჭიროება დგება“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ