leaderboard_below_slide
left_sabechdi

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია აირჩიეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია აირჩიეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტის წევრებმა ერთხმად მიიღეს.

„დღეს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ სოფლის მეურნეობაა, აღნიშნული თანამდებობა ჩემთვის არის ძალიან საპასუხისმგებლო. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ აგრარულ სექტორში დაკავებული თითოეული ადამიანისთვის თუ ოჯახისთვის,  მეტი სიკეთე შევქმნათ და უკეთესი იყოს მათი ხვალინდელი დღე“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის ახლად არჩეულმა მოადგილემ.

 

ასევე იხილეთ