პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ 21 ივნისს ვიდეოსერვისზე YouTube საკუთარი არხი გახსნა და რეკორდი დაამყარა.
პირველი 100 ათასი გამომწერის მოსაგროვებლად მას მხოლოდ 55 წუთი დასჭირდა, რაც ვიდეოსერვისის ისტორიაში საუკეთესო სტარტია. უკვე 1,5 საათში კი პორტუგალიელი ფეხბურთელის გამომწერების რაოდენობამ მილიონს მიაღწია. მალევე, რონალდუმ გამომწერთა რაოდენობით ლიონელ მესისაც გაუსწრო, რომელსაც Youtube- არხი უკვე 12 წელია აქვს.
ამ დროისთვის რონალდუს არხის გამომწერთა რაოდენობა 17 მილიონს აჭარბებს.