leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია „ლელოში“ „თავისუფლების მოედნის“ წევრების შესვლაზე: რამდენი მოედანიც არ უნდა შეიერთონ, მისი რადიუსი, ამომრჩევლების რაოდენობა ნამდვილად არ გაიზრდება, პირიქით შემცირდება

“რამდენი მოედანიც არ უნდა შეიერთონ, მისი რადიუსი არ გაიზრდება, მისი ამომრჩევლების რაოდენობა ნამდვილად არ გაიზრდება. პირიქით შემცირდება”, –  ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ „ლელოში“ „თავისუფლების მოედნის“ წევრების შესვლასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს  განუცხადა.

„რაც შეეხება „თავისუფლების მოედანს“, როგორც ჩანს, ამ პოლიტიკურ ძალას ეს მოედანი არ სცდება, თვითონ „ვაგზლის მოედანზე“ არიან განთავსებულები, ახლა რაღაც მიდრეკილება გაუჩნდა. რამდენი მოედანიც არ უნდა შეიერთონ, მისი რადიუსი არ გაიზრდება, მისი ამომრჩევლების რაოდენობა ნამდვილად არ გაიზრდება. პირიქით შემცირდება. რა მოედნებიც არ უნდა გაერთიანდნენ ამ მოედნებში, საბოლოო ჯამში, ბურთიც და მოედანიც „ქართულ ოცნებას“ დარჩება“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედნის“ წევრები „ლელოში“ გაერთიანდნენ.

ასევე იხილეთ