leaderboard_below_slide
left_sabechdi

ინდოეთის პრემიერი: ვერც ერთი კონფლიქტი ვერ გადაწყდება ბრძოლის ველზე

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ კიევში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ ვერც ერთი კონფლიქტი ვერ გადაწყდება ბრძოლის ველზე.  ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა Le Monde-ი აღნიშნავს, ინდოეთის მთავრობა თავს იკავებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მკაფიოდ დაგმობისგან და ნაცვლად, ორივე მხარეს მოუწოდებს, გადაწყვიტონ უთანხმოება დიალოგის გზით.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგსა და დიპლომატიას მშვიდობისა და სტაბილურობის რაც შეიძლება მალე აღსადგენად. ამისთვის ინდოეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს მეგობარ ქვეყნებთან ერთად“, – აღნიშნა ინდოეთის მთავრობის მეთაურმა.

ასევე იხილეთ