leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა სცადა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა სცადა. ამის შესახებ მან რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„როიტერის“ ცნობით, პუტინმა უკრაინა კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მოსკოვმა შექმნილი სიტუაციის შესახებ გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა.

„მტერმა წუხელ სცადა, დაერტყა კურსკის ატომური ელექტროსადგურისთვის. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ინფორმირებულია. ისინი გვპირდებიან, რომ თავად ჩამოვლენ, გამოაგზავნიან სპეციალისტებს სიტუაციის შესაფასებლად. იმედი მაქვს, რომ, საბოლოოდ, ეს მათი მხრიდან გაკეთდება“, – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის ბრალდებაზე უკრაინაში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ამავე შეხვედრაზე კურსკის რეგიონის მოქმედმა გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ კურსკის ატომურ ელექტროსადგურში ვითარება სტაბილურია.

ასევე იხილეთ