leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი მიწიდან ოკუპანტის გასაგდებად, რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტი პრობლემა უნდა შევუქმნათ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ოპერაცია კურსკის ოლქში აბსოლუტურად სამართლიანია და რომ უკრაინა ომს აბრუნებს იქ, საიდანაც ის მოვიდა.

„ომს ვაბრუნებთ იქ, საიდანაც ის მოვიდა. ეს აბსოლუტურად სამართლიანია. სამართლიანობის გარდა, ეს ასევე ძალიან ეფექტურია“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, ომის დასასრულებლად აუცილებელია რუსეთის სახელმწიფოსთვის მის ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტი პრობლემის შექმნა.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპანტს, ჩვენი მიწიდან განდევნისთვის, მის ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტი პრობლემა უნდა შევქმნათ. ეს ჩვენი ჯარისკაცების გმირული საქმეა“, – დასძინა მან.

 

ასევე იხილეთ