leaderboard_below_slide
left_sabechdi

პორტ „კავკაზში“ ერთადერთი ბორანი, რომელიც ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოძრაობდა, ჩაიძირა

ხუთშაბათს, 22 აგვისტოს, რუსეთის პორტ „კავკაზში“, ქერჩის სრუტეში, აფეთქება მოხდა. ბორანს „Conroe Trader“ თავს დაესხნენ.

OSINT-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ბორანი ერთადერთი იყო, რომელიც მოქმედებდა ქერჩსა (დროებით ოკუპირებული ყირიმი) და რუსეთს შორის.

როგორც UNIAN იტყობინება, ხუთშაბათს, 22 აგვისტოს, ნაშუადღევს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში თავდასხმების საფრთხის გამო სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა. სევასტოპოლის სამხედრო შენაერთებში საჰაერო თავდასხმის განგაში გაისმა.

პარალელურად ყუბანში კვამლის სვეტი მოჩანდა. ყირიმის საჯარო გვერდები წერდნენ, რომ ხანძარი შესაძლოა გაჩენილიყო ტამანის ნახევარკუნძულზე, პორტ „კავკაზის“ მიდამოში.

მედიის ინფორმაციით, ბორანს საწვავი და საპოხი მასალები გადაჰქონდა.

ასევე იხილეთ