სერბეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საზღვარზე, მდინარე დრინაში ცხრა მიგრანტი დაიხრჩო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიგრანტები მდინარის გადალახვას ცდილობდნენ, როდესაც მათი ნავი ამოტრიალდა. ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე, 18-მა გადარჩენილმა, რომელთა შორის სამი ბავშვია, ბოსნიის სანაპირომდე მიღწევა შეძლო. სამაშველო ჯგუფები ორივე ქვეყნიდან მდინარეში კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ.
ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ ეძებენ ასევე კონტრაბანდისტს, რომელსაც მიგრანტები საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავდა.