leaderboard_below_slide
left_sabechdi

უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადა აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქში ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე კონტრშეტევაზე გადავიდა და თითქმის ორი კვადრატული კილომეტრით წინ წაიწია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადა აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქში ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე კონტრშეტევაზე გადავიდა და თითქმის ორი კვადრატული კილომეტრით წინ წაიწია.

„მესამე მოიერიშე ბრიგადა შეტევას აწარმოებს ხარკოვის ოლქში, ვიბრუნებთ ტერიტორიებს!”, – ნათქვამია უკრაინელი სამხედროების განცხადებაში.

როგორც მესამე მოიერიშე ბრიგადა ტელეგრამ-არხზე წერს, სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს ოკუპანტების თავდაცვის რაიონზე და ასევე მტრის საყრდენ პუნქტებზე.

ბრიგადაში ამბობენ, რომ ოთხი დღის განმავლობაში რუსეთის ძალებმა სამასი სამხედრო, ასევე ტექნიკისა და შეიარაღების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგეს.

ასევე იხილეთ