leaderboard_below_slide
left_sabechdi

ავთანდილ თალაკვაძე: ყოველთვის მზად ვართ თითოეულ მოქალაქეს სათანადო ყურადღება მივაქციოთ და შესაძლებლობების ფარგლებში, პრობლემის გადაჭრაში დავეხმაროთ

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილე ნათია გოლიაძესთან ერთად, მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.

„სამუშაო დღის დიდი ნაწილი მოქალაქეთა მიღებას დავუთმეთ. ჩემს მოადგილესთან ერთად იმ ადამიანებს შევხვდი, ვინც პერიოდულად, სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად მოგვმართავს. ინფრასტრუქტურული საკითხები, მომართვები მედიკამენტებზე და ჯანდაცვის სერვისებზე – ეს ის ძირითადი თემებია, რომელზეც მოქალაქეებს ჩვენი ჩართულობა სჭირდებათ. ყოველთვის მზად ვართ თითოეულს სათანადო ყურადღება მივაქციოთ და შესაძლებლობების ფარგლებში, პრობლემის გადაჭრაში დავეხმაროთ“, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

ასევე იხილეთ