leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ჩიქოვანი პოლონეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, თავდაცვის მინისტრმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს, მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

თავდაცვის მინისტრმა პოლონელ დიპლომატთან NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესში, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) პოლონეთის წვლილზე ისაუბრა. აღინიშნა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა, მრავალეროვნულ წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობა და თანამშრომლობა სამხედრო-სამრეწველო სფეროში.

 

ასევე იხილეთ