leaderboard_below_slide
left_sabechdi

დღეს საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი – შესაძლებელია, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვაც დაფიქსირდეს

23 აგვისტოს გვიან საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში – ზოგან ძლიერი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მომატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
ასევე იხილეთ