ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთში მიიწვია. ამის შესახებ მოდის კიევში ვიზიტის შედეგად უკრაინისა და ინდოეთის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
“სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევებში ის [ნარენდრა მოდი] აგზავნის მოწვევას, რაც მან გააკეთა კიდევაც ამ შემთხვევაში. ასე, რომ, ჩვენ ველით იმ მომენტში, როდესაც მისთვის მოსახერხებელი იქნება, პრეზიდენტი ზელენსკი ინდოეთს ეწვევა”, – განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრამანიამ ჯაიშანკარმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უკრაინის მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია ქვეყანაში.