leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზელენსკი: უკრაინის თავდაცვის ძალები რუსებს თანდათან აძევებენ ხარკოვის ოლქიდან – ოკუპანტი ხარკოვს ვერ დაიპყრობს

“უკრაინის თავდაცვის ძალები რუსებს თანდათან აძევებენ ხარკოვის ოლქიდან და ოკუპანტები ამ ტერიტორიაზე აღარ დარჩებიან”,განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„დღეს მინდა მადლობა გადავუხადო ხარკოვს – დღეს ხარკოვის დღეა. მართლაც გმირული ქალაქი. მაისის დასაწყისიდან ჩვენმა ძალებმა მოახერხეს რუსეთის შეტევის მცდელობების მოგერიება. მე ვესაუბრე მთავარსარდალ სირსკის, კერძოდ, ხარკოვის ოლქში მიმდინარე ბრძოლებთან დაკავშირებით. ჩვენ რუსეთის არმიას თანდათან ვაძევებთ. ოკუპანტი ხარკოვს ვერ დაიპყრობს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ