აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა რობერტ კენედიმ განაცხადა, რომ „დემოკრატიული“ პარტია გახდა ომის, ცენზურისა და კორუფციის პარტია. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
„მოგეხსენებათ, მე დავტოვე ეს პარტია ოქტომბერში, რადგან ის მკვეთრად განუდგა იმ ძირითად ღირებულებებს, რომლითაც მე გავიზარდე“, – აღნიშნა რობერტ კენედი უმცროსმა.
„ის გახდა ომის, ცენზურის, კორუფციის, დიდი ფარმაცევტული კომპანიების, დიდი ტექნოლოგიური კომპანიებისა და დიდი ფულის პარტია. როდესაც პარტიამ უარი თქვა დემოკრატიაზე პრაიმერიზის გაუქმებით, რათა დაემალა მოქმედი პრეზიდენტის კოგნიტიური დაქვეითება, მე დავტოვე პარტია“, – განაცხადა მან.
რობერტ კენედიმ საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობა შეაჩერა და დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა. ტრამპმა მადლობა გადაუხადა რობერტ კენედის მხარდაჭერისთვის.