“უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში და თავის ადგილს დაიკავებს ჩვენს ევროპულ ოჯახში”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა საღამოს ჩვენი შენობა უკრაინის დროშის ფერებშია განათებული. პატივს ვცემთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების ურყევ სულისკვეთებასა და მამაცობას. უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში და თავის ადგილს დაიკავებს ჩვენს ევროპულ ოჯახში. დიდება უკრაინას!”, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.