leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული შეფერხებები გამოიწვია

ბათუმში მოსული უხვი ნალექის შედეგად ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიტბორა.

ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის ვიცე-მერი და მერიის შესაბამისი სამსახურები.

მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობდა ცხაურების, ჭებისა და ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა.

„ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე დატბორვასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ შეტყობინებებზე მოხდა სწრაფი რეაგირება.

ქალაქის წყალმიმღები სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია.

სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხებულა.

ასევე იხილეთ