leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვორონეჟის ოლქში უკრაინული დრონების შეტევის შედეგად ჭურვების საწყობი აფეთქდა

რუსეთის ვორონეჟის ოლქში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად ჭურვებით სავსე საწყობი აფეთქდა. ამის შესახებ „Deutche Welle“ იუწყება.

საწყობი დასახლება ოსტროგოჟსკის მახლობლად მდებარეობდა. აფეთქების შემდეგ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამ დასახლებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯავშანსატანკო სამსახურის უმცროსი სპეციალისტების მომზადების ცენტრი მდებარეობს.

როგორც რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა ტელეგრამში დაწერა, სამ დასახლებაში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა, რათა აფეთქების შედეგების ლიკვიდაცია მოხდეს. მისივე ინფორმაციით, აფეთქების და ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

მანამდე გუსევმა დაწერა, რომ ვორონეჟის ოლქში რამდენიმე უკრაინული დრონი იყო განადგურებული. მისივე ცნობით, ხანძარი დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია.

ასევე იხილეთ