leaderboard_below_slide
left_sabechdi

პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბავშვები ქობულეთში დაისვენებენ

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის თავშესაფარში მცხოვრები 24 ბავშვი, მშობლებთან ერთად, ქობულეთში, ზღვისპირა სასტუმროში დაისვენებს.

საქველმოქმედო ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ბავშვებს ზღვაზე დასასვენებლად საჭირო აქსესუარები გადასცეს.

ძეგვის თავშესაფრის დირექტორმა ნანა გოგოჭურმა, პროკურატურის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, წლებია ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებთათვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები იმართება, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

ასევე იხილეთ