საფრანგეთში, სინაგოგის წინ აფეთქების შედეგად, პოლიციელი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა საზღვაო კურორტ ლა გრანდე-მოტეში მოხდა, როდესაც დილით აფეთქების ხმა გაისმა და ცეცხლი ორ ავტომობილს გაუჩნდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა ინციდენტს „აშკარად დანაშაულებრივი ქმედება“ უწოდა.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.