თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი პოლიტიკური ძალა, მმართველი პარტია და მთელი შემადგენლობა ზუსტად იმ სულისკვეთებას იზიარებს და იმ ნორმებს იცავს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც ჩვენი კონსტიტუციითაა გაწერილი
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მმართველი პარტია ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში იზიარებს და იცავს კონსტიტუციით გაწერილ ნორმებს და კონსტიტუციის დარღვევა, ღალატი და ფეხქვეშ გათელვა ძველი ხელისუფლების იყო დამახასიათებელი
„პირველ რიგში ყველას მინდა მოგილოცოთ კონსტიტუციის დღე. ჩვენი სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩვენი პოლიტიკური ძალა, მმართველი პარტია, ზუსტად იმ სულისკვეთებას იზიარებს, იმ ნორმებს იცავს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც დაწერილია ჩვენი კონსტიტუციით. არც ერთ ჩვენ თანაგუნდელს, არც ერთ ჩვენ თანამდებობის პირს, ერთი წამითაც არ უფიქრია კონსტიტუციის ნორმებთან შეუსაბამობა. რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, ღალატს და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, ეს უნდა მოიკითხოთ ძველი ხელისუფლების პირობებში. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს შევძლოთ დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა კონსტიტუციური უმრავლესობით, როგორც პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომ შევძლოთ იმ ამოცანების შესრულება რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და რომლის თაობაზე კონკრეტული პუნქტებით, კონკრეტული გეგმით პოლიტიკურმა საბჭომ უკვე გაავრცელა განცხადება“, – აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ.